Posts

Showing posts from December, 2022

საშობაო მილოცვა

Image
 2022 წლის 26 დეკემდერს  ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში  მუსიკის მასწავლებლის ნანა ჭირაქაძის ხელმძღვანელობით სკოლის საახალწლო ნაძვისხესთან  მთელი სკოლის მოსწავლეებმა  შეასრულეს ,,ალილო" მათ ერთმანეთს და მასწავლებლებს მიულოცეს დამდეგი შობა- ახალი წელი.

როგორ ხვდებიან შობა-ახალ წელს დასავლეთ საქართველოში

Image
 2022 წლის 23 დეკემბერს  ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში მე-7 გ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ნანა კუჭუხიძე) მუსიკის მასწავლებლის ნანა ჭირაქაძის ხელმძღვანელობით წარმოადგინა პროექტი- კონცერტი ,, როგორ ხვდებიან დასავლეთ საქართველოში შობა -ახალ წელს" კლასი დაყოფილი იყო ჯგუებად თითოეულმა ჯგუფმა მოაგროვა სხვადასხვა იმფორმაცია დასავლეთ საქართველოში მდებარე კუთხეებზე, მათ ისაუბრეს არა მხოლოდ შობა- ახალ წელზე და ტრადიციულ საახალწლო სუფრაზე არამედ თითოეული კუთხის მუსიკალურ ფოლკლორზე. მათ წარმოადგინეს სამეგრელოს, აჭარის, გურიის ,სვანეთის ,რაჭა ლეჩხუბის და იმერეთის კუთხეები. ბავშვებმა ხალხურ ინსტრუმენტის ფანდურის აკომპანიმენტით შეასრულეს ყველა კუთხის სიმღერები . ფანდურზე მათივე კლასელი გიორგი ცერცვაძე უკრავდა.  ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ მასწავლებლები და მოსწავლეები. აქ მაყურებელიც ჩაერთო მათ საერთო მხიარულებაში იცეკვეს და იმღერეს ბავშვებმა. პროექტი -კონცერტი საინტერესოდ და მხიარულად წარიმართა.

სტუმრად ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრში

Image
2022 წლის 11 ნოემბერს ქუთაისის N33 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებლის ნანა ჭირაქაძის ხელმძღვანელობით  მე-5 ა , მე-5 გ, მე-6 ბ, მე-6 გ (დამრიგებელი: ირმა ოყროშიძე, ქრისტინა მაჭარაძე , ნინო გუბელაძე, ვერა გორგოძე) კლასები იმყოფებოდნენ ოპერის თეატრში. მათ   ნახეს გოკიელის ოპერა ,,წითელქუდა“. მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ეს სანახაობა და მომავალშიც გადაწყვიტეს   სხვა საოპერო სპექტაკლების სანახავად ოპერის თეატრს ეწვიონ.

მუსიკა ჩვენშია

Image
  202 2 წლის 16 დეკემბერს ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში  მე-7 ა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი გიორგი პერანიძე ) მუსიკის მასწავლებლის ნანა ჭირაქაძის ხელმძღვანელობით გააკეთეს პროექტი მუსიკის შესახებ . მათ ისაუბრეს თუ როგორ შეიქმნა მუსიკა, უცხოელ და ქართველ კომპოზიტორებზე, მუსიკალურ ჟანრებზე. კლასი დაყოფილი იყო ჯგუებად თითოეულმა ჯგუფმა მოაგროვა სხვადასხვა იმფორმაცია .   ყველა ჯგუფის მიერ გაკეთებული პრეზენტაცია ძალიან საინტერესო იყო. ეს პრეზენტაცია მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრებით გააფორმეს. ღონისძიებაზე მოწვეული იყო სტუმრები .

ოქროსფერი შემოდგომა

Image
  ოქროსფერი შემოდგომა 2022 წლის 28 ნოემბერს ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში მე-7 ბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი სალომე თევდორაძე) მუსიკის მასწავლებლის ნანა ჭირაქაძის ხელმძღვანელობით წარმოადგინა შემოდგომის სურათი და ასე დაემშვიდობენ ამ წელიწადის ულამაზეს დროს. კლასი დაყოფილი იყო ჯგუებად თითოეულმა ჯგუფმა მოაგროვა სხვადასხვა იმფორმაცია წელიწადის ამ ულამაზეს დროზე. აღწერეს შემოდგომა, როგორ ხვდებიან შმოდგომას    საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ისაუბრეს კახეთზე ,რთველზე, ასევ საშემოდგომო ფესტივალებზე.    ყველა ჯგუფის მიერ გაკეთებული პრეზენტაცია ძალიან საინტერესო იყო. ეს პრეზენტაცია მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრებით გააფორმეს. ღონისძიებაზე მოწვეული იყო სტუმრები .