როგორ ხვდებიან შობა-ახალ წელს დასავლეთ საქართველოში
2022 წლის 23 დეკემბერს ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში მე-7 გ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ნანა კუჭუხიძე) მუსიკის მასწავლებლის ნანა ჭირაქაძის ხელმძღვანელობით წარმოადგინა პროექტი- კონცერტი ,, როგორ ხვდებიან დასავლეთ საქართველოში შობა -ახალ წელს" კლასი დაყოფილი იყო ჯგუებად თითოეულმა ჯგუფმა მოაგროვა სხვადასხვა იმფორმაცია დასავლეთ საქართველოში მდებარე კუთხეებზე, მათ ისაუბრეს არა მხოლოდ შობა- ახალ წელზე და ტრადიციულ საახალწლო სუფრაზე არამედ თითოეული კუთხის მუსიკალურ ფოლკლორზე. მათ წარმოადგინეს სამეგრელოს, აჭარის, გურიის ,სვანეთის ,რაჭა ლეჩხუბის და იმერეთის კუთხეები. ბავშვებმა ხალხურ ინსტრუმენტის ფანდურის აკომპანიმენტით შეასრულეს ყველა კუთხის სიმღერები . ფანდურზე მათივე კლასელი გიორგი ცერცვაძე უკრავდა. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ მასწავლებლები და მოსწავლეები. აქ მაყურებელიც ჩაერთო მათ საერთო მხიარულებაში იცეკვეს და იმღერეს ბავშვებმა. პროექტი -კონცერტი საინტერესოდ და მხიარულად წარიმართა.
Comments
Post a Comment